ჩვეულებრივი მეთივია (Coenonympha pamphilus)
გზად ყველაზე მეტი ჩვეულებრივი მეთივია შეგვხვდა. მიუხედავად იმისა, რომ უხვად დაფარფატებდნენ მინდორში და ტყის პირას, ფოტოს გადაღება არც ერთს არ სურდა. ბოლოს ეს ერთი ძლივს დავიყოლიე, თუმცა დიდ ხანს არ გამიჩერდა.

მუქ-წითელა მრავალთვალა (Small Copper Lycaena phlaeas)
მრავალთვალას სინამდვილეში ორი დიდრონი თვალი აქვს. სახელი ალბათ ფრთებზე დახატული მრავალი თვალის გამო შეერქვა. ყველაზე მორცხვი, მაგრამ ცნობისმოყვარე პეპელა აღმოჩნდა. ჯერ ანტენები დახარა და თვალებზე აიფარა, მერე ფრთები აკეცა — დაგვიმალა, მერე ოდნავ მოშორებით, მცენარის ღეროზე გადაჯდა ისე, რომ მეორე ღერო აიფარა სახეზე. მერე გვერდულად გამოცოცდა “საფარიდან”, დიდ ხანს მათვალიერა, საშუალება მომცა ოდნავ ზევიდან გადამეღო, მერე სხვა მცენარეზე გადაფრინდა და ჰოლოგრამასავით შეიცვალა ფერი ფრთებზე. უმარჯვებდა ფრთებს მზეს და თვალს არ მაშორებდა. თითქოს მაჩვენებდა რა შეეძლო. :)
დრიადი (Minois dryas)
ეს შავი ჯიგარი რამდენიმე წამით დაჯდა ყვავილზე და მალევე აფრინდა. ვინაობის დადგენაში დახმარებისთვის დიდი მადლობა არმენ სეროფიანს “საქართველოს ველური ბუნება” ჯგუფიდან.

სემენოვის სამწიფარა (Calydus semenowi)
ვერც ამ ჯიგრის ქართული სახელი მოვძებნე ჩემი ძალებით. საკმაოდ მძიმე იყო იმ ყვავილისთვის, რომლის ნექტარსაც დაეწაფა. ყვავილი ხოჭოს სიმძიმით გადაიხარა და თავდაყირა მოუწია დანაყრება. :) სახელის დადგენაში ისევ და ისევ არმენ სეროფიანი დამეხმარა “საქართველოს ველური ბუნება” ჯგუფიდან.

მაქაონი (Papilio machaon)
მაქაონს კამერის რიდი არ ჰქონია. დაჯდა ყვავილზე, გაამარიაჟა ფრთები, გრძელი ხორთუმი და ნექტარს დაეწაფა. :)
ციყვი
ცნობისმოყვარე ციყვი დიდ ხანს გვყნოსავდა და გვათვალიერებდა საფარიდან. როცა დარწმუნდა, რომ ჩვენგან სასუსნავს ვერ მიიღებდა, რაღაც ჩაიბურტყუნა თავის ენაზე (მგონი: — “არა ხართ თქვენ მყიდველებიო”) და სოროსკენ მოკურცხლა.
ნაომარი პეპელა
ამ პეპლის ბიოგრაფია მის ფრთებზე იკთხება.

გზადაგზა თბილისის ხედებიც გვხვდებოდა. ვადარებდი ბუნების და ადამიანის შექმნილს და..

ფოტოამბები

გასეირნება რუსთავის პარკში

საგაზაფხულო გასეირნება წავკისისწყალის ხეობაში

ფრთა ბუმბულისა და ფრთა რკინისა

გასეირნება მტკვრის სანაპიროზე

სამშვილდე

სიღნაღი გადარბენით

ჩანახატი იეთიმ გურჯის სკვერიდან

გასეირნება ძველ თბილისში

მცხეთობა 2022

ჰიპოველოს შემოდგომის ველოტური წვერში
