მომეწონა ალბომი! არსებული გარემო აღიქმება სრულად, ასე გააგრძელე!

ზაზა ქარდავა
სამშვილდე. Aragviani aero

აზეულას (ქოროღლის ციხე)

თბილისიდან მანქანით დავიძარით და ზემო ფონიჭალის გავლით დავადექით ქვემო ქართლისკენ მიმავალ გზას. ისე როგორ უნდა ჩამევლო ქვემო ქართლის გზაზე, ქოროღლის ციხე რომ არ გადამეღო ქვემოდან — სოფელ კოდას მხრიდან. ციხე მდებარეობს საქართველოში, თბილისიდან 18 კმ–ის მოშორებით, დაბა კოჯრის სამხრეთით მდებარე აზეულას მთის წვერზე. ქოროღლის ციხიდან იშლება ულამაზესი ხედები და კარგი ხილვადობის პერიოდში ჩანს ორივე ქართლის და კახეთის დიდი ნაწილი. ამ ციხე-სიმაგრეში მასპინძლობდა თამარ მეფე შირვან შაჰს შამქორის ბრძოილს წინ. აქვე გაატარა თამარ მეფემ სიცოცხლის უკანასკნელი 6 თვე და აქვე გარდაიცვალა. ბოლო მძიმე ბრძოლების მოწმე ქოროღლის  ციხე 1921 წლის თებერვალში გახდა, როცა  რუსეთის მეთერთმეტე არმია შემოვიდა საქართველოში. ციხის მისადგომებთან გაიმართა ბრძოლა რუსულ არმიასა და ქართველ იუნკერებს შორის. ამ ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ნაწილის თბილისში გადმოსვენება და დასაფლავება მოხერხდა, თუმცა გარდაცვლილი და დაჭრილი იუნკერების დიდ ნაწილს ბრძოლის ველზევე მიაყარეს მიწა წითელარმიელებმა — ცოცხლად დამარხეს დაჭრილი ქართველი მებრძოლები…

…ასურეთი

გზად ასურეთში გავჩერდით. დროის სიმცირის გამო მხოლოდ გერმანული ტაძარი და ერთი ძველი სახლის ფრაგმენტი გადავიღე. ->

სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero

ცხრა მთა გადაიარაო…

ასურეთის მერე ფარცხისთან კლდემ მიიქცია ყურადღება. თითქოს გაბრაზებული სპილო გამოკვეთაო ბუნებამ ქვისგან (თუ შეამჩნევთ ფოტოზე). მერე აი ასეთი მთის ტალღები დავინახე და გამახსენდა ზღაპრებში ნათქვამი ცხრა მთის გადავლლის ამბები. ->

სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero

სამშვილდის კომპლექსი

სამშვილდის კომპლექსი უხსოვარი დროის დიდი ქალაქის ნანგრევებია ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ სამშვილდესთან ახლოს. წარმოდგენა რომ შეგექმნათ რამხელა სივრცეზე იყო გაშლილი, გთავაზობთ დრონით გადაღებულ ფოტოებს. ხაზებად რომ “ბუჩქები” მოჩანს, უზარმაზარი ქვის ლოდებისგან აგებული ქუჩები და კარმიდამოს ღობეებია.  ორი წრიული ღრმული კი უზარმაზარი მოცულობის წყალსაცავებია, რომლებსაც სამშვილდის სიონის ტაძარზე დიდი ფართობი უკავია: ->

სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero

წმინდა გიორგის ეკლესია

ნაქალაქარის შესასვლელში, უძველეს მთავარ ქუჩაზე მარცხენა მხარეს პირველივე რაც შეგხვდებათ, წმინდა გიორგის ეკლესიაა, რომელსაც რესტავრაცია არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჩაუტარდა. მე სპეციალისტი არ ვარ; ვერ შევაფასებ აღდგენითი სამუშაოების ხარისხს და სიზუსტეს, უბრალოდ რომ ვნახე, ახალაშენებული მცირე ზომის ტაძრის შთაბეჭდილება დატოვა… 

ოდნავ მოშორებით, უკვე ქუჩის მარჯვენა მხარეს ცხენის ქანდაკებაა, რომელიც ნახევრად მიწაშია ჩაფლული და სამწუხაროდ ვერ გადავიღე იმიტომ, რომ არ ვიცოდი მისი არსებობის შესახებ… ->

სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero

ძველი სასაფლაო

ვაგრძელებ გზას და ქუჩის მარცხენა მხარეს ყურადღებას იპყრობს ეზოში  მოწესრიგებულად განლაგებული დიდი ქვები. ახლოს რომ მივედი, ძველი სასაფლაო აღმოჩნდა, სადაც საფლავის ქვების გარდა ჩემთვის გაუგებარი დანიშნულების ქვებიც ვნახე. საფლავები ალბათ გვიანი შუასაუკუნეებისაა და  ხელუხლებელია. ეტყობა, რომ ძალიან დიდი ხანია ჭირისუფალი არ ჰყოლია — ნახევრად მიწითაა დაფარული: ->

სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero

ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

ოდნავ ქვევით ძველი მენჰირია — რიტუალური ქვა და იქვე ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. ეკლესიის ეზოში საინტერესო სასაფლაოა, სადაც ერთ საფლავის ქვას ცხენის ფორმა აქვს. ყურადღება მიიქცია ასევე ქვამ, რომელზეც დიდი ზომის ჯვარია გამოსახული და ფილმებში ნანახ ჯვაროსნების დროინდელ საფლავს წააგავს. როგორც ჩანს ტაძართან ხშირად ამოდიან საქეიფოდ დიდი ჯგუფები — მაგიდები და სკამები გაუკეთებიათ თანამედროვე ადამიანებს და ერთი მაგიდა პირდაპირ უცნობი საფლავის ქვაზე დაუდგამთ:  ->

სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero

ტეტრალიტი

ოდნავ ქვემოთ, თეოგენიდას ეკლესიის ნანგრევებია და ტეტრალიტი — სარიტუალო, ერთმანეთზე დალაგებული სამი დიდი ქვის ლოდი, როლმლებისაც  მეოთხე ლოდი აქვთ საყრდენად. ტეტრალიტის წინ მიწაში ნახევრად ჩაფლული დიდი მრგვალი ქვაა შუაში ნახვრეტით, რომელიც აღმოჩნდა კაკლის ზეთის სახდელი მოწყობილობის ქვა. ტეტრალიტი მდინარე ხრამის (ქცია) კანიონის ნაპირთანაა და მის გასწვრივ  ულამაზესი ხედები იშლება ბოლნისის მიმართულებით. 

სამშვილდის კომპლექსის დათვალიერებამ მთელ დღეს გასტანა. საღამოს იმავე ხედს სულ სხვა ელფერი ჰქონდა. ვუყურებდი გარემოს და ვცდილობდი წარმომედგინა  როგორი იყო ხალხი, ვინც ათასწლეულების წინ ამ ადგილას დასახლდა. რამდენი ომის და სირთულის გადალახვა მოუხდათ არსებობისთვის ბრძოლაში და როგორი ლამაზი ხედებით ტკბობის საშუალება ჰქონდათ ყველაფრის მიუხედავად. ოდესღაც ამ თავისი დროისთვის უძლიერესი ქალაქის ქუჩებში  მოძრაობდა უამრავი ადამიანი. სიცოცხლე ჩქეფდა. იყო ლხინი, ჭირი… დღეს კი ოდესღაც დიდებული ეს ქალაქი,  ნანგრევებად ქცეული, ნახევრად მიწითაა დაფარული. სიჩუმეს არღვევს ხეობის მეორე მხარეს მდებარე სოფლიდან (დღევანდელი სამშვილდე) მომავალი აღმოსავლური ბაიათების ხმა. კომპლექსის ტერიტორიაზე კი რამდენიმე რუსულენოვანი ოჯახის გარდა სხვა დამთვალიერებელი არ შემხვედრია…
იქვე ძველი, მრავალსართულიანი სახლის ერთადერთი შემორჩენილი კედელი დგას და უკვე ძალიან ახლოს მოჩანს დიდი ციხე-სიმაგრის ნანგრევები. ->

სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero

ციხე-სიმაგრე

მივადექი ციხე-სიმაგრესაც. სამშვილდეს მთავარი ციხე-სიმაგრე ის ნაგებობაა, რომელიც საკუთარი თვალით უნდა ნახო, რომ მიხვდე რა მასშტაბების იყო ოდესღაც. არ ვიცი რამდენად შეძლებს დრონით და მიწიდან გადაღებული კადრები მისი სიდიადის გადმოცემას… ერთი შემიძლია ვთქვა: — კარიბჭე 3 მეტრი მაინც იქნება სიმაღლეში და შორიდან ციხის კედელში პატარა ჭუჭრუტანასავით მოჩანს. ->

სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero

პალატის ეკლესია

ტეტრალიტსა და ციხე-სიმაგრეს შორის, გზად მარცხენა მხარეს მდებარეობს პალატის ეკლესიის ნანგრევები. შესახვევი ხშირი ბალახით და ბუჩქნარითაა შევსებული რაც იმაზე მიუთითებს, რომ იქით იშვიათად ხვდება ვინმე. ჩვენც  ძლივს შევამჩნიეთ და მხოლოდ უკან მობრუნებულზე მოვინახულეთ: ->

სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero

სამნავიანი ბაზილიკა

ციხე-სიმაგრის გალავნის შიგნით შუასაუკუნეების სამნავიანი ბაზილიკა შეგხვდებათ. იქვე მასიური ქვის მაგიდა და ჩამოსაჯდომია მოწყობილი ხის ძირში. ->

სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero

სამშვილდის სიონი

ციხე-სიმაგრის სივრცეში შესვლისას შორიდანვე შეამჩნევთ მერვე საუკუნის საეპისკოპოსო ტაძრის ნანგრევებს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირე ნაშთებია შემორჩენილი, ნათლად იკითხება რამდენად დახვეწილი და დიადი იყო სამშვილდის სიონი: ->

სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero

ეკლესია შვერილი აფსიდით

სიონის ეკლესიის ქვემოთ კიდევ ერთი, მცირე ზომის ტაძრის ნანგრევებია.  რამდენიმე კედელზე ძალიან მკრთალად შერჩენილა ფრესკების კვალი: ->

სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero

წყალსაცავი აუზები

შეუძლებელია ყურადღების მიღმა დაგრჩეთ ერთმანეთის გვერდიგვერდ განლაგებული ორი უზარმაზარი წრიული წყალასცავი აუზი, რომელთა კედლებიც ისეთივე დიდი ზომის ლოდებითაა ნაგები, როგორც ქუჩები და ციხის გალავანის ნაშთები. აუზების მოცულობას უფრო კარგად დრონიდან გადაღებულ კადრებში აღიქვამს ადამიანი. მეორე ფოტოზე ერთად მოჩანს სამშვილდის სიონი, ეკლესია შვერილი აფსიდით და ორივე წყალსაცავი ავზი. ვინც საკუთარი თვალით ნახა სიონის ნაშთები, იოლად წარმოიდგენს აუზების მოცულობას: -> 

სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero

გამოქვაბულები, ორბები და ძველი ხიდი

სამშვილდის კომპლექსის ორივე მხარეს, მდინარეების ხრამის და ჭივჭავის ღრმა ხეობებში, საკმაოდ რთულად მისადგომ ადგილებში უამრავი გამოქვაბულია, რომელიც შუა საუკუნეებში ჩვენი მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის საცხოვრებელს წარმოადგენდა. მდინარე ხრამის ხეობაში რამდენიმე ორბის (Gyps fulvus) გადაღება მოვახერხე. მათ იდენტიფიცირებაში ფეისბუკგვერდი “საქართველოს ფრინველები” დამეხმარა. როგორც ამ გვერდისგან გავიგე, ორბი ლეშისმჭამელი ფრინველია და სწორედ ამიტომ არ აქვს აგრესია დრონის მიმართ. ეს რომ მცოდნოდა გადაღებისას, უფრო თამამად, უფრო  მეტს ვიფრენდი და ბევრად უკეთეს კადრებს გადავიღებდი. გვერდი გასაგებ ენაზე გვაწვდის სარწმუნო ინფორმაციას საქართველოში მობინადრე და გადამფრენი ფრინველების თაობაზე. გირჩევთ მოიწონოთ და თვალი ადევნოთ.

ბოლო ორი ფოტო სამშვილდის კომპლექსამდე მიმავალი ხიდისაა, რომელიც მდინარე ჭივჭავზე აუგიათ და სულ მცირე ორი საუკუნისა უნდა იყოს. ->

სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero
სამშვილდე. Aragviani aero

წამოსვლისას

გაღმა, ეხლანდელ სოფელ სამშვილდეში მიტოვებული სახლი შევნიშნე. უფრო გამიმძაფრდა ის ტკივილი, რასაც ყრუდ ვგრძნობდი მთელი დღის განმავლობაში იმიტომ, რომ აწმყოშიც გვეცლება საქართველო. რამდენიმე ათეული წლის წინანდელი სიცოცხლით სავსე სოფლები ნასოფლარებად იქცა უკვე ჩვენს თვალწინ, ჩვენს დროში. 

ოდესღაც ძლევამოსილი, სახელოვანი და დიადი სამშვილდე დღეს მიწით და ხავსითაა დაფარული…

სამშვილდე. Aragviani aero

ფოტოამბები

სამშვილდე. Aragviani aero

სიღნაღი გადარბენით

კახეთის ულამაზესი ციხე-ქალაქი სიღნაღი. სულ 2 საათით შევიარე და რაც მოვასწარი აქ არის.
სამშვილდე. Aragviani aero

ჩანახატი იეთიმ გურჯის სკვერიდან

მარტი, მტკვრის სანაპირო, იეთიმ გურჯი და ულამაზესი უბანი, რომელსაც სწრაფად ჩავუქროლებთ მანქანით და ალბათ სათანადოდ...
სამშვილდე. Aragviani aero

გასეირნება ძველ თბილისში

მიყვარს მშობლიური თბილისი. ვისეირნე ჩემთვის საყვარელ ადგილებში. როცა ვუყურებ ძველ თბილისს, ვხვდები როგორი მინდა რომ...
სამშვილდე. Aragviani aero

მცხეთობა 2022

მცხეთა სხვანაირი ქალაქია. მსოფლიოს არც ერთ დასახლებას არ ჰგავს. სულიერი და ულამაზესი. უხსოვარი დროიდან ჩვენი ქვეყნის...
სამშვილდე. Aragviani aero

ჰიპოველოს შემოდგომის ველოტური წვერში

2022 წლის 13 ნოემბერს ჰიპოველოს ორგანიზებით შედგა შემოდგომის ველომოგზაურობა წვერში. დავიძარით შარტავას ქუჩიდან,...
სამშვილდე. Aragviani aero

შემოდგომის ველოტური ატენის ხეობაში კავკასიის ველო ქსელთან ერთად

კავკასიის ველოქსელის მიერ ორგანიზებული დაუვიწყარი გასეირნება ატენის ხეობაში
სამშვილდე. Aragviani aero

კოჯრის ტყის ნისლები

სამშვილდე. Aragviani aero

გასეირნება წავკისიდან ვაკის პარკამდე

წავკისიდან თბილისამდე შვილთან ერთად ფეხით ჩამოვისეირნე და გზაში აი ეს არსებები გავიცანით:
სამშვილდე. Aragviani aero

გუდიაშვილი, ბეთლემი, ნარიყალა. ღამის ბილიკი.

სამშვილდე. Aragviani aero

დაისი ლისი

სამშვილდე. Aragviani aero

მტკვრის ხეობის ყველაზე ლამაზი სტუმარი

სამშვილდე. Aragviani aero

გასეირნება რუსთავის პარკში

გაზაფხულის მზიან შაბათს მე და ჩემი შვილი რუსთავის პარკს ვესტუმრეთ. მიუხედავად ხალხმრავლობისა, პარკს უამრავი ფრინველი...
სამშვილდე. Aragviani aero

საგაზაფხულო გასეირნება წავკისისწყალის ხეობაში

მოვიდა გაზაფხული და გააფერადა გარემო. ბრუნდებიან ჩიტები, იღვიძებს ბუნება. კვირტები, ყვავილები, ხასხასა ფოთლები,...
სამშვილდე. Aragviani aero

ფრთა ბუმბულისა და ფრთა რკინისა

მტკვრის სანაპიროზე არაერთხელ მისეირნია, მაგრამ კალაპოტში არასდროს ჩავსულვარ. გადავწყვიტე უფრო ახლოს გამეცნო მტკვრის...
სამშვილდე. Aragviani aero

გასეირნება მტკვრის სანაპიროზე

მტკვრის სანაპიროზე სეირნობისას თოლიებთან ერთად ჩვამებიც სიამოვნებით ჩაერთნენ სახელდახელოდ გამართულ ფოტოსესიაში.

საიტი იყენებს cookie ფაილებს. გაგრძელების შემთხვევაში თქვენ ეთანხმებით მათ გამოყენებას.