ლიფსიტები და მოლაპარაკე თევზი
ტბაში უამრავი მცირე და დიდი თევზი ირევა. ადამიანებს მიჩვეულები ხშირად ცურავენ ზედაპირთან ახლოს.


კამერაზე მიმაგრებული დიდი ობიექტივი რომ დაინახა, თავი ამოყო და მითხრა — კარგი კამერა გაქვს, გეტყობა პროფესიონალი ხარ და ძმურად, ერთი კარგი ფოტო გადამიღეო…
… და კარგადაც იპოზიორა. მეც არ დავწყვიტე გული და აი ასეთი პორტრეტი გადავუღე:


მეტსაც გადავუღებდი, მაგრამ თევზი მალე მიიმალა და მიზეზსაც მივხვდი: — არ უნდოდა წითელყურა კუს სადილი გამხდარიყო. არც კუს დავწყვიტე გული, ერთი კარგი ფოტო მასაც ვაჩუქე.
მომღერალი ბაყაყები
მთელი ამ დროის განმავლობაში ფოტოსესიას მუსიკალურად აფორმებდა ბაყაყების გუნდი. ბაყაყები მორცხვები არიან. არ უყვართ როცა სურათებს უღებენ და ამის გამო მთელი გუნდის გადაღება ვერ მოვახერხე, მაგრამ ორი შევამჩნიე და ჩუმად გადავუღე. მერე მოვილაპარაკეთ და ფოტოებსაც რა თქმა უნდა მათი ნებართვით ვაქვეყნებ საჯაროდ.

რუხი ყვავები
ამ ყველაფერს თვალს ადევნებდნენ რუხი ყვავები. ერთი ჩამოფრინდა და მითხრა…
… — არც ჩვენ ვართ ვინმეზე ნაკლები და ჩვენც გვინდა კარგი ფოტოებიო. გონიერ და ძალიან სასარგებლო არსებებს გულს როგორ დავწყვეტდი და იმდენი სურათი გადავუღე, რამდენიც უნდოდათ. ნაყოფიერი და კარგი ფოტოსესია გამოგვივიდა.

რუხი ყვავების ფოტოსესია
სულ მაღლა კი ზეცას კაწრავდნენ ფრინველები, რომლებიც ადამიანმა საკუთარი ხელით შექმნა იმისთვის, რომ ხანდახან თითონაც მოსწყვეტოდა მიწას და ეფრინა. ისე, ადამიანის შექმნილი სილამაზით არ ჩამოუვარდება ბუნების შექმნილს…

მზეწვია
(თეთრი ბოლოქანქარა)
დიდი ხვეწნის შემდეგ მზეწვიამ მხოლოდ ერთი ფოტოს გადაღების ნება დამრთო.
არც ამ მშვენიერ სამეულს დავწყვიტეთ გული.
რუსთავის ციხესიმაგრე
რუსთავის პარკში მხოლოდ ფრინველების და თევზების გადასაღებად არ ჩავსულვართ. პარკის ტერიტორიაზეა მოქცეული მეოთხე საუკუნის ციხესიმაგრის ნაშთები. ცოტა რამ შემორჩა ნაგებობიდან, თუმცა არქეოლოგებისთვის საკმაოდ ნაყოფიერი და მდიდარი მასალაა სამუშაოდ. გარდა იმისა, რომ ციხესიმაგრის ტერიტორიაზე იდგა ორსართულიანი სასახლე ფერადი მინის სარკმელებით, საკუთარი აბანოთი, ამ ციხესიმაგრის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სასახლის კედლების მხატვრობა; სავარაუდოდ ნადირობის სცენები უნდა ყოფილიყო გამოსახული ფრესკებზე. ქარიანი დღის გამო ვერ მოვახერხე დრონით ციხესიმაგრის გადაღება. სხვა დროისთვის იყოს.
უფრო ვრცლად ციხესიმაგრის შესახებ მასალებს გაეცნობით ამ წინადადებაზე დაწკაპუნებით.
ფოტოამბები

საგაზაფხულო გასეირნება წავკისისწყალის ხეობაში

ფრთა ბუმბულისა და ფრთა რკინისა

გასეირნება მტკვრის სანაპიროზე

სამშვილდე

სიღნაღი გადარბენით

ჩანახატი იეთიმ გურჯის სკვერიდან

გასეირნება ძველ თბილისში

მცხეთობა 2022

ჰიპოველოს შემოდგომის ველოტური წვერში

შემოდგომის ველოტური ატენის ხეობაში კავკასიის ველო ქსელთან ერთად
