
ფრთა ბუმბულისა
ნაპირზე მტრედები ფუსფუსებდნენ. ჩვენი მოსვლა არაფრად ჩააგდეს და ფოტოს გადაღების უფლება მოგვცეს.
ხეობის ბატონ-პატრონები — თოლიები უცხოებს უფრთხიან, თუმცა მცირე დროის მერე თამამად აგრძელებენ თავის საქმიანობას და კამერასთანაც კარგად პოზიორობენ
შედარებით რთული სანახავია ჩვამა. ხალხი უფრო რუსული სახელით — ბაკლანით იცნობს. ჩვამა საკმაოდ დიდი ზომის ფრინველია, თუმცა სიდიდის მიუხედავად სწრაფად დაფრინავს, კარგი მყვინთავი და მეთევზეა. იმდენად კარგი, რომ მეთევზეები ხუმრობით ბრაკონიერსაც ეძახიან :)
ყველაფერთან ერთად საკმაოდ ფრთხილია და ამის გამო მისი ახლოს გაცნობა ადვილი არ არის.
თავზე თვითმფრინავმა გადაგვიფრინა. თბილისიდან ახალაფრენილი დაბალ სიმაღლეზე მოფრინავდა და გადავწყვიტეთ ბუდეც გვენახა…

სანაპიროს ფეხით გამოვუყევით მშრალ ხიდამდე და გზადაგზა რამდენიმე ფოტო ქალაქსაც გადავუღე…
ფრთა რკინისა
აეროპორტის მიდამოებში ქარი ქროდა. ღრუბლებს მიერეკებოდა და ყოველწუთს სხვადასხვა ელფერს აძლევდა გარემოს. ერთი ცის დედოფალი ვნახეთ, რამდენიმე ეარბასი და მცირე ზომის ჯეტები.
გაგვიმართლა. ისეთ დროს მივედით, როცა აეროპორტიდან რამდენიმე თვითმფრინავი აპირებდა აფრენას. ეს პატარა ჯეტი ასაფრენ ზოლსაც ძალიან უხდებოდა და ზეცაც დაამშვენა.
კიდევ რამდენიმე თვითმფრინავის აფრენა ვნახეთ. ულამაზესი სანახაობაა..
ვუყურებდი მავთულხლართებით საგულდაგულოდ შემოღობილ აეროდრომს, თვითმფრინავებს და ვფიქრობდი — ღმერთზე არანაკლები შემოქმედი და ესთეტია ადამიანი. დაფრინავს მისი ულამაზესი ქმნილება ათასობით კილომეტრ მანძილზე. ოღონდ შეღობლიდან შეღობილამდე. იგივე მანძილზე დაფრინავს ფრინველიც, მაგრამ არ სჭირდება მავთულხლართები, ღობეები; სადაც მოისურვებს იქ გამოიზამთრებს, სადაც უნდა იქ გამოიზაფხულებს…
რამდენი ადამიანის ცხოვრება დაანგრია ღობეებმა და მავთულხლართებმა…
ვისურვებდი ბევჯერ გაგვეკაწროს ცა, ოღონდ მავთულხლართების და ღობეების გარეშე სამყაროში.
ფოტოამბები

გასეირნება მტკვრის სანაპიროზე

სამშვილდე

სიღნაღი გადარბენით

ჩანახატი იეთიმ გურჯის სკვერიდან

გასეირნება ძველ თბილისში

მცხეთობა 2022

ჰიპოველოს შემოდგომის ველოტური წვერში

შემოდგომის ველოტური ატენის ხეობაში კავკასიის ველო ქსელთან ერთად

გასეირნება წავკისიდან ვაკის პარკამდე

გასეირნება რუსთავის პარკში
